Friday, June 7, 2019

ზოგასაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა "თანამშრომლობა, კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი"



ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა
„თანამშრომლობა, კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი“

 კვლევის ავტორი

სსიპ ქრისტეფორე III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ინგა გოგალაძე


2018-2019


სარჩევი
შესავალი..............................................................................................................................................3
თავი I
1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი.....................................................................5
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა ..............................................................................................5
1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება ..................................................................................6
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ...........................................................................................................6
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება .....................................................................................8
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ................................................................................................8
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა ...............................................................................................9
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა ..........................................................................................9
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი .....................................................................9
თავიცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემა N1 Microsoft Forms ..............................................10
5.2 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემა N2 onedrive............................................................10
5.3 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემა N3 onenote ...........................................................11
5.4 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემა N4 sway ….............................................................11
თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა.........................................................12
თავი VII
7.1 პროექტის ვადები .....................................................................................................................13
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები ...................................................................................................13
7.3 კვლევის ნაკლოვანებები .........................................................................................................14
დასკვნა .............................................................................................................................................15
ბიბლიოგრაფია ...............................................................................................................................16
დანართი ...........................................................................................................................................17



შესავალი
 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას 21-ე საუკუნეში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია განათების მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტის და გლობალიზაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, სკოლა დიდ როლს თამაშობს მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესში. სკოლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნას. მასწავლებლის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელის დეკემბერ-მაისში ჩავატარეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა სადაც გამოიკეთა მასწავლებლების საჭიროება ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს ნოემბერ-ივნისში განვახორციელე კვლევის მეორე ეტაპი, ამჯერად შევეცადე წინა კვლევის რეკომენდაციებზე დაყრდნობით აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით ახალი ინტერვენციები დამეგეგმა და გამეუმჯობესებინა შედეგები კოლეგებთან ერთად.
კვლევის მიზანი იყო მასწავლებლების საჭიროებების დადგენა და როგორც ფასილიტატორი და წამყვანი მასწავლებელი დავხმარებოდი კოლეგებს მათი საჭიროებების გამოკვეთაში, ამ საჭიროებების გაუმჯობესების მიზნით შემეთავაზებინა აქტივობები რომელებიც ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა მათ. ხელს შეუწყობდა მათ პროფესიულ განვითარებას და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარმოს შექმნაში დაეხმარებოდათ.
კვლევაზე მუშაობდა სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ინგა გოგალაძე (ფასილიტატორი).
კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენეთ კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები (დახურული და ღია ანკეტირება); დავგეგმე ინტერვენციები: სამუშაო შეხვედრები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად (onedrive, onenote, sway and Microsoft Forms). კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღეთ დადებითი შედეგები, მასწავლებლებმა ისწავლეს ახალი ინსტრუმენტები რაც დაეხმარება მათ სასწავლო პროცესი გახადონ მოსწავლეებისთვის საინტერესო, განახორციელონ საინტერესო აქტივობები, ისტ-ით გამდიდრონ სასწავლო პროცესი და დააინტერესონ უფრო მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესით, ასევე იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. დასკვნა: მიუხედავად განხორციელებული ინტერვენციების, რომელთაც დადებითი შედეგი ქონდათ, მიმაჩნია, რომ საჭიროა მასწავლებელი სისტემატიურად მუშაობდეს კომპიუტერთან და ხშირად გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები რათა შეძენილი ცოდნა განიმტკიცოს და მოსწავლეებს ახალი და საინტერესო აქტივობებით მიაწოდოს სასწავლო მასალა. ასევე, სკოლას ესაჭიროება ინფრასტრუქტურის განახლება, მოძველებულია კომპიუტერები და ინვენტარი არის ნელი, საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორიები საჭიროებს განახლებას. არ გვაქვს ჭკვიანი დაფები, არ არის ინტერნეტი ყველა საკლასო ოთახში და სასურველი იქნებოდა ორ პროექტორზე მეტი იყოს სკოლაში, რადგან რიგრიგობით გვიწევს მათი გამოყენება.  უცხო ენებისთვის სასურველი იქნებოდა ყურსასმენები, დინამიკები და მუსიკალური პლეერები იყოს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე კი ჩვენი ძალებით ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედრო სწავლების მეთოდებს, მობილური ინტერნეტის და სახლიდან წამოღებული ლეპტოპების, დინამიკების გამოყენებით.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში განხილულია ლიტერატურა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლების პროფესიული სტანდარტის მიხედვით საჭირო უნარ-ჩვევები. III თავში განხილულია საკვლევი კითხვები. IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი. VI თავი ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძო სიტყვები: ციფრული ტექნოლოგიები, ისტ უნარები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სამუშაო შეხვედრები, onedrive, onenote, sway and Microsoft Forms.

  
თავი I
1.1   ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 390 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 12 პრაქტიკოსია, 23 მასწავლებელი უფროსის სტატუსის მქონე და 3 წამყვანი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, კომპიუტერების გარკვეული ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. ასევე სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ღია ცის ქვეშ ეზო. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა ძირითადი რესურსი, სასურველი იქნებოდა კათედრებს ჰქონდეთ ახალი თანამედროვე რესურსები სასწავლო პროცესი სახალისო და საინტერესო რომ იყოს. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელეთ კვლევა არის სკოლაში მომუშავე მასწავლებლები და მათი მოსწავლეები. მოსწავლეებს შორის არის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები, რომლებიც არიან ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე. სპეციალური საგანმანათლებო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სხვა მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ კვლევაში. კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს ნოემბერ-ივნისში.

1.2       საკვლევი საკითხის მიმოხილვა

მასწავლებლებისთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ და რუტინად ქონდათ ქცეული დღეს ის ყველაფერი მოძველებულია და ახალი ცოდნა სჭირდებათ, რომელიც თვითონ უნდა შეიძინონ, მიუხედავათ მათი ასაკობრივი ჯგუფისა. ახალი უნარების ათვისება ესაჭიროებათ, როგორიცაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა ინსტუმენტების ცოდნა რათა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესი შექმნან და დაეხმარონ მოსწავლეებს სასწავლო მასალის უკეთ გაგებაში, გაანალიზებაში და ტრანსფერის უნარის განვითარებაში.

1.3       პრობლემის აქტუალობის დასაბუთება

პრობლემის აქტუალურობა შეიძლება იმით დავასაბუთოთ რომ მოსწავლეებს აქვთ დაბალი მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმართ, მოსწავლეების უმრავლესობა დაბალ ქულებს იღებს გამოცდებში. მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება. მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, ვერ აცნობიერებენ რომ მათთვის, მათი მომავლისთვის არასაკმარისი განათლება მომავალში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება რათა დასაქმდნენ მათთვის სასურველ სამსახურში.
მასწავლებლები არ ცდილობენ ან ვერ ახერხებენ მათთვის ამ საფრთხეების გაცნობიერებულ დონემდე მიწოდებას, რადგან გარკვეულ ნაწილს თვითონაც არ აქვს გაცნობიერებული დღევანდელ დღეს რომ სხვა საჭიროებები დგას მასწავლებლის და მოსწავლის წინაშე. მასწავლებელთა ნაწილი არ აღიარებს ამ საჭიროებებს და არ თვლის რომ მათ ცოდნის განახლება სჭირდებათ. ისინი მიიჩნევენ რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ და ეს თავს მოხვეული სხვა ქვეყნებში დანერგილი სწავლების მოდელები მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი. მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ აღარ არიან იმ ასაკში რომ ახალი ცოდნა და უნარები შეიძინონ, ამიტომ ზედმეტად მიაჩნიათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კრედიტ ქულების დაგროვება და ა. შ.

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა

განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაცია – მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება.
ნებისმიერი პედაგოგისათვის გასაგებია, რომ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა მუდმივი რეფლექსია და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ, როცა ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო ვარიანტში სესიათა ერთობლიობას) და ძირითადად მიმართულია მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებაზე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისაგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
დაკვირვებებზე და რეფლექსიაზე დაყრდნობით, შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევიან და მის ეფექტიანობას განაპირობებენ.
ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არაა უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ საჭიროა სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესება. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერ მოხერხდება მასშტაბური ცვლილებების განხორციელება”. ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, თუმცა, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდის არსებობაა – თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებების საჭიროების გააზრება – მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშრომლობითი გარემოს განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია:
– სამუშაო ჯგუფში ლიდერის არსებობა – ავტორიტეტული კოლეგის, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრების მიერ განსახორციელებელ საქმიანობებს, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, ახარებს კოლეგათა მცირე წარმატებები და ეხმარება სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში;
– სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლაში ან/და სამუშაო ჯგუფში არსებული კულტურის გათვალისწინება, რაც ნიშნავს ზუსტად იგრძნო კონკრეტული კოლეგისა თუ კოლექტივის მზადყოფნა შენ მიერ შეთავაზებული სიახლეების გასაზიარებლად და მათში აქტიური მონაწილეობის მისაღებად;
– საკუთარი და კოლეგების ძლიერი მხარეების გათვალისწინება და გამოყენება პროფესიული განვითარების დაგეგმვისას.
სკოლაში ასეთი მექანიზმების არსებობა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი პროფესიული ურთიერთობების დამკვიდრებას განაპირობებს. მასწავლებელთა მცირე ჯგუფებში ჩამოყალიბებული კულტურა მომავალში სკოლის კულტურად იქცევა, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. განსხვავებული ხედვებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით მასწავლებლები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს მიუახლოვდება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას და აგვარიდებს არასწორ დიაგნოზზე აგებულ სტატისტიკას.
რაც შეეხება სამუშაო შეხვედრებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მასწავლებელთა მიერ ერთი მიზნით გაერთიანებული სამუშაო შეხვედრები ფასდება კრედიტ ქულით და ამავე დროს თუ ეს შეხვედრები მასწავლებელთა საჭიროებებიდან გამომდინარეობს მათ დადებითი შედეგი აქვს.

თავი III
3.1       საკვლევი კითხვების ფორმულირება

·        თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება?
·        ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი ძლიერი მხარე?
  • ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი სუსტი მხარე?
  • რამდენად კარგად ფლობთ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?
  • იყენებთ ისტ-ს სწავლა-სწავლების პროცესში?
·         მოქმედებს თუ არა თქვენ მოტივაციაზე ხელფასის მატება (ფინანსური მხარე)?

3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები    
                                                      
            კვლევის მიზანია აღმოვაჩინო სკოლის საჭიროებები მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების აზრთა გათვალისწინებით. რათა სკოლაში გაძლიერდეს სწავლა სწავლების პროცესი და მოსწავლეებს ქონდეთ მაღალი აკადემიური შედეგები, სწორი ნაბიჯები გადავდგათ რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დასაქმების პროცესში, მას შემდეგ რაც დაამთავრებენ საშუალო სკოლას და გააგრძელებენ სხვა ასპარეზზე ცხოვრებას.
            კვლევის ამოცანებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და შეფასების ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება (როგორც შეფასების ჯგუფის წევრი), გაკვეთილზე დაკვირვება როგორც შეფასების ჯგუფის წევრი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში არსებული აქტივობების განხორციელების პროცესში, კოლეგებითვის დახმარების გაწევა და საჭირო უნარების ათვისებაში დახმარება.




თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა

მონაცემთა შეგროვების თვისებრივი (ინტერვიუ, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების( დახურული და ღია ანკეტირება) გამოყენებით დავადგინეთ მასწავლებელთა საჭიროებები, მათი სურვილი რამდენად ესაჭიროებათ დახმარება და რა მიმართულებით სურთ განვითარება.
ინტერვიუს გამოყენები დავადგინე მათი საჭიროებები და დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები.

4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა

ინტერვიუს შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
·        მასწავლებლებმა სურვილი გამოთქვეს შეესწავლათ ისეთ ინსტრუმენტები რაც მათ დაეხმარება თანამედროვე სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ოთხ სხვადასხვა თემაზე: onedrive, onenote, sway and Microsoft Forms.
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი

            ინტერვენციების დაგეგმვის დროს წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ასეთი შედეგები მივიღეთ. სკოლაში მუშაობს 38 მასწავლებელი, კვლევაში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 22 მასწავლებელმა, დანარჩენმა თავი შეიკავა, რადგან მიიჩნევენ რომ მათთვის რთულია ისტ-ის შესწავლა, ან სურვილი არ აქვთ. შეკითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა:
·        თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება? დიახ 38%, არა-20%, გააჩნია რა მიმართულებით-42%.
·        ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი ძლიერი მხარე? მეთოდიკა-41%, ისტ-15%, საგნის ცოდნა-44%
  • ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი სუსტი მხარე? მეთოდიკა-6%, ისტ-75%, საგნის ცოდნა-29%
  • რამდენად კარგად ფლობთ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს? კარგად ვფლობ-15%, არ ვიყენებ ისტ-ს-76%, ნაწილობრივ, ვიყენებ-11%
  • იყენებთ ისტ-ს სწავლა-სწავლების პროცესში? დიახ-11%, არა-79%, ხანდახან-10%.
·         მოქმედებს თუ არა თქვენ მოტივაციაზე ხელფასის მატება (ფინანსური მხარე)? დიახ-100%, არა - 0%, ნაწილობრივ - 0%.
ამრიგად შეკითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე მასწავლებლების უმრავლესობას არ სურდათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მიუხედავად იმისა რომ პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართულნი. ბევრისთვის ეს პროცესი ფორმალობაა და არ თვლიდა თავს ვალდებულად აქტიურად განეხორციელებინა აქტივობები. უნდა აღინიშნოს რომ მას შემდეგ რაც სქემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გარე დაკვირვება ამოქმედდა და ჩვენი სკოლის სამმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მივიღეთ (2018 წლის თებერვალში), საგრძნობლად გაიზარდა მასწავლებელთა ინტერესი სქემის აქტივობების განხორციელების მიმართ. ხოლო წელს 2018-2019 სასწავლო წელს გარე დაკვირვება გავლილ მასწავლებლებს შეემატა კიდევ 5 მასწავლებელი ჩვენ სკოლაში, ხოლო სხვა სკოლებში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი) კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი საკუთარი ძალები თვითნაც მოსინჯონ. ზემოთხსენებული აქტივობები დაეხმარება მათ პროფესიულ საქმიანობის სწორად წარმართვაში. განხორციელებულმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო მასწავლებლების უმრავლესობამ ისწავლა და დაიგო ისეთი ხელსაწყობეის არსებორა რომელთა არსებობა გარკვეულ ნაწილს ვერ წარმოედგინა სასწავლო პროცესში როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

თავი V
ინტერვენციის შედეგები გრაფიკების სახით
5.1  სამუშაო შეხვედრა თემა N1 Microsoft Forms

5.2 სამუშაო შეხვედრა თემა N2 onedrive

5.3 სამუშაო შეხვედრა თემა N3 onenote


5.4 სამუშაო შეხვედრა თემა N4 sway


თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133. 1) მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139.
2) ამიტომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ ერთი აქტივობაა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზოგად საგანმანათლებლოს სკოლის საჭიროებების კვლევა.
            ჩემს მიერ განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროებბის კვლევა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ იქონია თუ არა გავლენა მოსწავლეთა საწავლა-სწავლების პროცესზე განხორციელებულმა აქტივობებმა.

თავი VII

7.1 პროექტის ვადები


აქტივობ
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X
X

კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X
X

ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
X
X
X
X
X
საჭირო ინტერვენციების დასადგენი გამოკითხვა
X
X






ინტერვენციების განხორციელება

X
X
X
X
X
X

ინტერვენციების შემდგომ შედეგების შესაფასებელი გამოკითხვა

X
X
X
X
X
X

ინტერვენციების 
შედეგების ანალიზი

X
X
X
X
X
X

პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა

X
X


7.2
მიგნებები, რეკომენდაციები

კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ მასწავლებლებს სჭირდებათ მოტივაცია როგორც შინაგანი ისე გარეგანი რათა აქტიურად ჩაერთონ პროფესიულ განვითარებაში. გარეგან მოტივაციაში ვგულისხმობთ სათანადო ანაზღაურებას რადგან თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მომზადებას და დოკუმენტაციის წარმოებას და მის განხორციელებას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო. ეს დრო მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ უნდა გამოყოს რათა სანამ მოსწავლეებამდე მიიტანს აქტივობას უნდა დახვეწოს და სწორად შეარჩიოს მოსწავლეებისთვის რომელი აქტივობა იქნება უფრო საინტერესო.
მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები საინტერესო იყო როგორც სსსმ მოსწავლეებისთვის ისე ჩვეულებრივი მოსწავლეებისთვის რადგან თვალსაჩინოებები მორგებული იყო მათ საჭიროებებზე. ციფრული რესურსები მათთვის იყო საინტერესო.
მასწავლებლებისთვის აღნიშნული აქტივობები იყო პროფესიული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და იმედი რომ მომავალ წელს დაუფასდებათ შრომა და კარიერული წინსვლის სქემის საშუალებით ერთი საფეხურით დაწინაურდებიან.
სკოლის ეს კვლევა არის კარგი საშუალება დააკვირდეს მოსწავლეების სწავლის პროცესით დაინტერესების პროგრესს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ზრუნვაზე ინტერესის ზრდას. იქონია თუ არა დადებითი გავლენა აღნიშნულმა აქტივობებმა მოსწავლეთა, მასწავლებელთა საჭიროებების აღმოფხვრაში, ან ნაწილობრივ თუ მაინც მოხდა ამ საჭიროებების იდენტიფიცირება და გაუჯობესება.
მშობლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე დაინტერსედეს სასწავლო პროცესით და სკოლაში საიარული, საგაკვეთლო პროცესი მისთვის იყოს საინტერესო.

7.3 კვლევის ნაკლოვანებები

          კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ საჭიროა სკოლის საჭიროებების უფრო სიღრმისეული, ხანგრძლივი კვლევა და დაკვირვება სხვადასხვა მიმართულებით. ასევე უნდა გაუმჯობესდეს ინფრასუტუქტურა, რადგან ის მასწავლებლები ვინც ფლობენ ციფრულ ტექნოლოგიებს მათთვისაც რთულია ამ პირობებში მუშაობა რადგან შესაბამისი რესურსები სკოლას არ გააჩნიათ და თვითონ უწევთ ენთუზიაზმის ხარჯზე ამ ყველაფრის კეთება საკუთარი ძალებით.
            მასწავლებლებს უჭირთ გააკეთონ რეფლექსია განხორციელებული აქტივობის, ესაჭიროებათ გამჭოლი კომპეტენციების განვითარება/ფლობა რათა მოსწავლეებამდე მრავალფეროვანი აქტივობები მიიტანონ, რაც შეიძლება ახალ საკვლევ თემად ავიღოთ.


დასკვნა

დასკვნის სახით მოვიყვან სტატიის ამონარიდს ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებელიდან’’ :
,,უწყვეტი პროფესიული განვითარების გარეშე ყველაზე სახელოვანი და აღიარებული მასწავლებელი წყვეტს არსებობას, როგორც პროფესიონალი. პროფესიული განვითარება კი მხოლოდ ტრენინგებსა და მეთოდურ კონფერენციებზე მონაწილეობით არ ხდება. თანამშრომლობა – აი, გზა, რომელიც გვაძლიერებს, გვასწავლის, აღმოგვაჩენინებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, გვიყალიბებს ობიექტურ თვითშეფასებას, ქმნის სკოლაში გუნდს, რომელიც ერთად ფიქრობს პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტიან გზებზე და უმთავრესი – მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის სახელწოდებაში მასწავლებელი ფიგურირებს, მისი ფოკუსი მოსწავლეა. სწორედ სწავლება -სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების საქმიანობა.’’ (,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითრების პროგრამა-წარმატებები და პერსპექტივები’’, ავტ: მაია ინასარიძე, ინტერენეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’, 2014 წ )

კვლევაში გამოყენებული ინტერვენციაბის მიზანი იყო ზოგად საგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლების საჭიროებების გამოკვეთა, ინტერვენციების დაგეგმვა, განხორცილება და შედეგების ანალიზი.
ვთვლი რომ კვლევის მიზანი მიღწეულია რადგან ინტერვენციები პრატიკულად განხორციელდა და შედები დადებითია.
          კერძოდ, განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები: კოლეგების სურვილის გათვალისწინებით სამუშაო შეხვედრები Microsoft Forms, sway, onenote and onedrive -ის გამოყენება სასწავლო პროფესში.


ბიბლიოგრაფია

1.      ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.      ზურაბიშვილი . „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაშისოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 .   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
3.      წულაძე . „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებშითბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
4.      სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები (14 დეკემბერი, 2015 ვიქტორია უშანგიშვილი) http://mastsavlebeli.ge/?p=1522
5.      „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/3560269
6.      შეფასების ინსტრუმენტები განახლებული ვარიანტი https://drive.google.com/file/d/1RfOZs4qg61__wYRlfm-oHSv0ccHXJsGL/view
7.      ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითრების პროგრამა-წარმატებები და პერსპექტივები’’, ავტ: მაია ინასარიძე, ინტერენეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’, 2014 წ