Friday, September 21, 2018

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა „თანამშრომლობა“

კვლევის ავტორი/ავტორები: სსიპ ქრისტეფორე III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ინგა გოგალაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ლელა კორკოტაძე (2017-2018)



სარჩევი
შესავალი..............................................................................................................................................3
თავი I
1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი.....................................................................5
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა ..............................................................................................5
1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება ..................................................................................6
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ...........................................................................................................6
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება .....................................................................................8
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ................................................................................................8
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა ...............................................................................................9
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა ..........................................................................................9
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი .....................................................................9
თავი V ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 ინტერვენციის შედეგები გრაფიკის სახით ..........................................................................10
5.2 გაკვეთილის გეგმის შედგენა გრაფიკი  ................................................................................10
5.3 საწრეო მუშაობის დაგეგმვა და პროგრამის შემუშავება გრაფიკი....................................11
5.4 სასწავლო რესურსის შექმნა გრაფიკი ...................................................................................11
თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა.........................................................12
თავი VII
7.1 პროექტის ვადები .....................................................................................................................13
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები ...................................................................................................13
7.3 კვლევის ნაკლოვანებები .........................................................................................................14
დასკვნა .............................................................................................................................................15
ბიბლიოგრაფია ...............................................................................................................................16
დანართი ...........................................................................................................................................17








შესავალი
 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას 21-ე საუკუნეში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია განათების მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტის და გლობალიზაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, სკოლა დიდ როლს თამაშობს მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესში. სკოლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნას. მასწავლებლის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელის დეკემბერ-მაისში ჩავატარეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა.
კვლევის მიზანი იყო მასწავლებლების საჭიროებების დადგენა და როგორც შეფასების ჯგუფის წევრები დავხმარებოდით მათ საჭიროებების გამოკვეთაში, მათი გაუმჯობესების გზების მოძიებაში და საჭირო მასალებით, ინტერვენციებით მათი დახმარება. კოლეგებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.
კვლევაზე მუშაობდა ლელა კორკოტაძე ბიოლოგიის მასწავლებელი (შეფასების ჯგუფის წევრი როგორც დირექტორის მოადგილე) და ინგა გოგალაძე ინგლისური ენის მასწავლებელი (ფასილიტატორი).
კვლევის დროს გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენეთ კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები (დახურული და ღია ანკეტირება); დავგეგმეთ ინტერვენციები: სამუშაო შეხვედრები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად (გაკვეთილის დაგეგმვა, გეგმის შესაბამისი შეფასების რუბრიკის შექმნა, სასწავლო რესურსის შემქნა და გამოქვეყნება, საწრეო მუშაობის პროგრამის შექმნა და გამოქვეყნება ბლოგზე. კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღეთ დადებითი შედეგები, მასწავლებლები დამოუკიდებლად წერენ გაკვეთილის გეგმებს, ქმნიან გაკვეთილის გეგმის შესაბამის შეფასების რუბრიკას, ცდილობენ გააუმჯობესონ ინფორმაციულ საკომუნიკაციო უნარების ფლობა, დახვეწონ/შეისწავლონ საოფისე პროგრამების სწორად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ახორციელებენ საწრეო მუშაობას, საჭიროებისამებრ ქმნიან გაკვეთილის შესაბამის სასწავლო რესურსს. დასკვნა: მიუხედავად განხორციელებული ინტერვენციების, რომელთაც დადებითი შედეგი ქონდათ, მიმაჩნია, რომ საჭიროა დამატებითი პრაქტიკული სამუშაოები, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ, მასწავლებლებს სჭირდებათ საგნობრივი მეთოდიკის თანამედროვე მიდგომების უფრო სიღრმისეული გაცნობა, რომელსაც სწორად გამოიყენებენ გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, რათა შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და დააინტერესონ მოსწავლეები სასწავლო პროცესით. სკოლას ესაჭიროება ინფრასტრუქტურის განახლება, მოძველებულია კომპიუტერები და ინვენტარი, საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორიები საჭიროებს განახლებას. უცხო ენებისთვის სასურველი იქნებოდა ყურსასმენები, დინამიკები და მუსიკალური პლეერები იყოს ხელმისაწვდომი.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში განხილულია ლიტერატურა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლების პროფესიული სტანდარტის მიხედვით საჭირო უნარ-ჩვევები. III თავში განხილულია საკვლევი კითხვები. IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი. VI თავი ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძო სიტყვები: გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, საწრეო მუშაობა, ისტ უნარები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, გამჭოლი კომპეტენციების განვითარება.

  

თავი I
1.1   ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 13 პრაქტიკოსია, 22 მასწავლებელი უფროსის სტატუსის მქონე და 3 წამყვანი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, კომპიუტერების გარკვეული ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. ასევე სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ღია ცის ქვეშ ეზო. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა ძირითადი რესურსი, სასურველი იქნებოდა კათედრებს ჰქონდეთ ახალი თანამედროვე რესურსები სასწავლო პროცესი სახალისო და საინტერესო რომ იყოს. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელეთ კვლევა არის სკოლაში მომუშავე მასწავლებლები და მათი მოსწავლეები. მოსწავლეებს შორის არის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები, რომლებიც არიან ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე. სპეციალური საგანმანათლებო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სხვა მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ კვლევაში. კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს დეკემბერი-მაისი.

1.2       საკვლევი საკითხის მიმოხილვა

მასწავლებლებისთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ და რუტინად ქონდათ ქცეული დღეს ის ყველაფერი მოძველებულია და ახალი ცოდნა სჭირდებათ, რომელიც თვითონ უნდა შეიძინონ, მიუხედავათ მათი ასაკობრივი ჯგუფისა. ახალი უნარების ათვისება ესაჭიროებათ, როგორიცაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, საგნის სწავლების მეთოდიკის თანამედროვე მიდგომების ცოდნა, გაკვეთილის გეგმის შედგენა ისე რომ მას შესაბამისი შეფასების რუბრიკა დავურთოთ, შევქმნათ გაკვეთილის გეგმის შესაბამისი სასწავლო რესურსი, დავგეგმოთ ისეთი აქტივობები რომლებიც მოსწავლეებს ჩართავს კლასგარეშე აქტივობებში (წრეები, კლუბები).

1.3       პრობლემის აქტუალობის დასაბუთება

პრობლემის აქტუალურობა შეიძლება იმით დავასაბუთოთ რომ მოსწავლეებს აქვთ დაბალი მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმართ, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა უმრავლესობა დაბალ ქულებს იღებს. მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება. მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, ვერ აცნობიერებენ რომ მათთვის, მათი მომავლისთვის არასაკმარისი განათლება მომავალში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება რათა დასაქმდნენ მათთვის სასურველ სამსახურში.
მასწავლებლები არ ცდილობენ ან ვერ ახერხებენ მათთვის ამ საფრთხეების გაცნობიერებულ დონემდე მიწოდებას, რადგან გარკვეულ ნაწილს თვითონაც არ აქვს გაცნობიერებული დღევანდელ დღეს რომ სხვა საჭიროებები დგას მასწავლებლის და მოსწავლის წინაშე. მასწავლებელთა ნაწილი არ აღიარებს ამ საჭიროებებს და არ თვლის რომ მათ ცოდნის განახლება სჭირდებათ. ისინი მიიჩნევენ რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ და ეს თავს მოხვეული „ევროპული“ ან „ამერიკული“ სწავლების მოდელები მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი. მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ აღარ არიან იმ ასაკში რომ ახალი ცოდნა და უნარები შეიძინონ, ამიტომ ზედმეტად მიაჩნიათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კრედიტ ქულების დაგროვება და ა. შ.

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა

განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაცია – მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება.
ნებისმიერი პედაგოგისათვის გასაგებია, რომ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა მუდმივი რეფლექსია და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ, როცა ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო ვარიანტში სესიათა ერთობლიობას) და ძირითადად მიმართულია მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებაზე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისაგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
დაკვირვებებზე და რეფლექსიაზე დაყრდნობით, შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევიან და მის ეფექტიანობას განაპირობებენ.
ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არაა უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ საჭიროა სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესება. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერ მოხერხდება მასშტაბური ცვლილებების განხორციელება”. ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, თუმცა, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდის არსებობაა – თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებების საჭიროების გააზრება – მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშრომლობითი გარემოს განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია:
– სამუშაო ჯგუფში ლიდერის არსებობა – ავტორიტეტული კოლეგის, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრების მიერ განსახორციელებელ საქმიანობებს, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, ახარებს კოლეგათა მცირე წარმატებები და ეხმარება სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში;
– სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლაში ან/და სამუშაო ჯგუფში არსებული კულტურის გათვალისწინება, რაც ნიშნავს ზუსტად იგრძნო კონკრეტული კოლეგისა თუ კოლექტივის მზადყოფნა შენ მიერ შეთავაზებული სიახლეების გასაზიარებლად და მათში აქტიური მონაწილეობის მისაღებად;
– საკუთარი და კოლეგების ძლიერი მხარეების გათვალისწინება და გამოყენება პროფესიული განვითარების დაგეგმვისას.
სკოლაში ასეთი მექანიზმების არსებობა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი პროფესიული ურთიერთობების დამკვიდრებას განაპირობებს. მასწავლებელთა მცირე ჯგუფებში ჩამოყალიბებული კულტურა მომავალში სკოლის კულტურად იქცევა, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. განსხვავებული ხედვებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით მასწავლებლები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს მიუახლოვდება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას და აგვარიდებს არასწორ დიაგნოზზე აგებულ სტატისტიკას.
რაც შეეხება სამუშაო შეხვედრებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მასწავლებელთა მიერ ერთი მიზნით გაერთიანებული სამუშაო შეხვედრები ფასდება კრედიტ ქულით და ამავე დროს თუ ეს შეხვედრები მასწავლებელთა საჭიროებებიდან გამომდინარეობს მათ დადებითი შედეგი აქვს.

თავი III
3.1       საკვლევი კითხვების ფორმულირება

·        თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება?
·        რომელია თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?
·        რამდენად კარგად ფლობთ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?
·        იყენებთ ისტ-ს სწავლა-სწავლების პროცესში?
·        ცდილობთ გაეცნოთ დამატებით საგნის სწავლები მეთოდიკას?
·        ცდილობთ დაგეგმოთ კლასგარეშე აქტივობები მოსწავლეებისთვის?
·        მოქმედებს თუ არა თქვენ მოტივაციაზე ხელფასის მატება(ფინანსური მხარე)?

3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები    
                                                      
            კვლევის მიზანია აღმოვაჩინოთ სკოლის საჭიროებები მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების აზრთა გათვალისწინებით. რათა სკოლაში გაძლიერდეს სწავლა სწავლების პროცესი და მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი აკადემიური შედეგები, სწორი ნაბიჯები გადავდგათ რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დასაქმების პროცესში, მას შემდეგ რაც დაამთავრებენ საშუალო სკოლას და გააგრძელებენ სხვა ასპარეზზე ცხოვრებას.
            კვლევის ამოცანებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და შეფასების ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება (როგორც შეფასების ჯგუფის წევრები), გაკვეთილზე დაკვირვება როგორც შეფასების ჯგუფის წევრი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში არსებული აქტივობების განხორციელების პროცესში.   

თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა

მონაცემთა შეგროვების თვისებრივი (ინტერვიუ, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების( დახურული და ღია ანკეტირება) გამოყენებით დავადგინეთ მასწავლებელთა საჭიროებები, მათი სურვილი რამდენად ესაჭიროებათ დახმარება და რა მიმართულებით სურთ განვითარება.
ინტერვიუს გამოყენებით დავადგინეთ მათი საჭიროებები და დავგეგმეთ შესაბამისი ინტერვენციები.

4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა

ინტერვიუს შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
·         მასწავლებლებმა სურვილი გამოთქვეს ესწავლათ საწრეო მუშაობის დაგეგმვა, პროგრამის შექმნა და მისი ელექტრონულად გამოქვეყნება. ამისათვის დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები. სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო მასწავლებელს ესწავლა როგორ დაეწერა საწრეო მუშაობის მიზანი, შეერჩია მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი, რომელ ასაკობრივ ჯგუფთანაც სურდა საწრეო მუშაობის წარმართვა, შეემუშავებინა მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული საწრეო პროგრამა, განრიგი და გამოექვეყნებინა ელექტრონულად ბლოგზე. რის შემდეგაც მასწავლებელი მოსწავლეებთან განახორციელებდა საწრეო მუშაობას.
·         სასწავლო რესურსის შემქნა და გამოქვეყნება; ციფრული რესურსი, თვალსაჩინოება;
·         ასევე დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები თემაზე გაკვეთილის გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისი შეფასების რუბრიკის შემუშავება;
·         შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გაცნობა, რათა დავეხმაროთ კოლეგებს მასწავლებლებს სქემით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში, რაც მათ დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში და წინსვლაში;
·         სქემის ფარგლებში როგორც შეფასების ჯგუფის წევრები ვესწრებით გაკვეთილს როცა მასწავლებელი გამოთქვამს სურვილს შეფასების ჯგუფი დაესწროს მის გაკვეთილს და შეაფასოს (სამოდელო გაკვეთილი, შიდა დაკვირვება).

4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი

            ინტერვენციების დაგეგმვის დროს წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ასეთი შედეგები მივიღეთ. სკოლაში მუშაობს 38 მასწავლებელი, კვლევაში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 32 მასწავლებელმა, 3 წამყვანი მასწავლებელი კვლევაში არ მონაწილებდა რადგან სამუშაო შეხვედრებს თვითონ ატარებდნენ, სამმა მასწავლებელმა თავი შეიკავა. შეკითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა:
·        თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება? დიახ 38%, არა-20%, გააჩნია რა მიმართულებით-42%.
·        ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი ძლიერი მხარე? მეთოდიკა-41%, ისტ-15%, საგნის ცოდნა-44%
  • ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი სუსტი მხარე? მეთოდიკა-6%, ისტ-75%, საგნის ცოდნა-29%
  • რამდენად კარგად ფლობთ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს? კარგად ვფლობ-15%, არ ვიყენებ ისტ-ს-76%, ნაწილობრივ, ვიყენებ-11%
  • იყენებთ ისტ-ს სწავლა-სწავლების პროცესში? დიახ-11%, არა-79%, ხანდახან-10%.
  • ცდილობთ გაეცნოთ დამატებით საგნის სწავლები მეთოდიკას? დიახ, სისტემატიურად ვცდილობ ცოდნის განახლებას-10%, არა მაგისთვის დრო არ მაქვს -58%, მხოლოდ მაშინ როცა მჭირდება - 32%.
·         ცდილობთ დაგეგმოთ კლასგარეშე აქტივობები მოსწავლეებისთვის? დიახ-20%, არა, დრო არ მაქვს-27%, ხანდახან-53%
·         მოქმედებს თუ არა თქვენ მოტივაციაზე ხელფასის მატება (ფინანსური მხარე)? დიახ-100%
ამრიგად შეკითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე მასწავლებლების უმრავლესობას არ სურდათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მიუხედავად იმისა რომ პროფესიული განვითარების სქემაში არიან ჩართულნი. ბევრისთვის ეს პროცესი ფორმალობაა და არ თვლიდა თავს ვალდებულად აქტიურად განეხორციელებინა აქტივობები. უნდა აღინიშნოს რომ მას შემდეგ რაც სქემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გარე დაკვირვება ამოქმედდა და ჩვენი სკოლის სამმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მივიღეთ, საგრძნობლად გაიზარდა მასწავლებელთა ინტერესი სქემის აქტივობების განხორციელების მიმართ. მოითხოვეს სამუშაო შეხვედრები რათა შეესწავლათ როგორ განეხორციელებიათ სამოდელო გაკვეთილები, მოითხოვეს შეფასების ინსტრუმენტების დეტალური განხილვა, საწრეო პროგრამის შემუშავება, სასწავლო რესურსის შექმნაში დახმარება. განხორციელებულმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო მასწავლებლების უმრავლესობამ ისწავლა გაკვეთილის გეგმის შედგენა, შესაბამისი შეფასების რუბრიკის შემუშავება, სასწავლო რესურსის შექმნა, საწრეო პროგრამის შედგენა და მისი გამოქვეყნება.


თავი V
ინტერვენციის შედეგები გრაფიკების სახით
5.1 გაკვეთილის გეგმის შედგენა გრაფიკი 
5.2 საწრეო მუშაობის დაგეგმვა და პროგრამის შემუშავება გრაფიკი
5.3 სასწავლო რესურსის შექმნა გრაფიკი


თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133. 1) მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139.
2) ამიტომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ ერთი აქტივობაა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზოგად საგანმანათლებლოს სკოლის საჭიროებების კვლევა.
            ვენს მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ იქონია თუ არა გავლენა მოსწავლეთა საწავლა-სწავლების პროცესზე განხორციელებულმა აქტივობებმა.
თავი VII
7.1 პროექტის ვადები

აქტივობა
დეკ
მბერი
იან
არი
თებ
რვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X
ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
X
X
მეორადი მონაცემების შეგროვება
X
მეორადი მონაცემების ანალიზი
X
ინტერვიუს კითხვების შედგენა

X

ინტერვიუ
X
X
X
X
X
მიღებული შედეგების ანალიზი
X
X
სავარაუ ინტერვენციების განხილვა (სამუშაო შეხვედრები)
X         
X
ინტერვენციების განხორციელება
X
X
ინტერვენციების 
შედეგების ანალიზი
X
X
X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
X

7.2 მიგნებები, რეკომენდაციები

კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ მასწავლებლებს სჭირდებათ მოტივაცია როგორც შინაგანი ისე გარეგანი რათა აქტიურად ჩაერთონ პროფესიულ განვითარებაში. გარეგან მოტივაციაში ვგულისხმობთ სათანადო ანაზღაურებას რადგან თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მომზადებას და დოკუმენტაციის წარმოებას და მის განხორციელებას რასაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა მოითხოვს სჭირდება საკმაოდ დიდი დრო. ეს დრო მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ უნდა გამოყოს რათა სანამ მოსწავლეებამდე მიიტანს აქტივობას უნდა დახვეწოს და სწორად შეარჩიოს მოსწავლეებისთვის რომელი აქტივობა იქნება უფრო საინტერესო.
როგორც სსსმ ისე ჩვეულებრივი მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობები სასარგებლო აღმოჩნდა. კონკრეტულად კი საწრეო მუშაობა დაეხმარა მათ არაფორმალური განათლების მიღებაში, მოსწავლემ იცის რომ ნიშნით არ ფასდება და ხალისით მუშაობს, არ ეშინია შეცდომის დაშვების. შიდა დაკვირვების და სამოდელო გაკვეთილების ჩატარება მათთვის გამოცდილების შეძენაა, რადგან აუდიტორიის წინაშე წარმოაჩენდნენ საკუთარ ცოდნას და ამავე დროს ეს იყო აქამდე მათთვის უცხო რაღაც ახალი, განსხვავებული გაკვეთილები. სსსმ მოსწავლეებისთვის მასწავლებელი გაკვეთილის შესაბამის აქტივობას ადგენდა და მათთვის ეს იყო საინტერესო და სახალისო.
მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის რადგან თვალსაჩინოებები მორგებული იყო მათ საჭიროებებზე. ციფრული რესურსები მათთვის იყო საინტერესო.
მასწავლებლებისთვის აღნიშნული აქტივობები იყო პროფესიული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და კრედიტ ქულის მოპოვებისთვის გაწეული შრომა და იმედი რომ მომავალ წელს დაუფასდებათ შრომა და კარიერული წინსვლის სქემის საშუალებით ერთი საფეხურით დაწინაურდებიან.
სკოლის ეს კვლევა არის კარგი საშუალება დააკვირდეს მოსწავლეების სწავლის პროცესით დაინტერესების პროგრესს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ზრუნვაზე ინტერესის ზრდას. იქონია თუ არა დადებითი გავლენა აღნიშნულმა აქტივობებმა მოსწავლეთა, მასწავლებელთა საჭიროებების აღმოფხვრაში, ან ნაწილობრივ თუ მაინც მოხდა ამ საჭიროებების იდენტიფიცირება და გაუჯობესება.

7.3 კვლევის ნაკლოვანებები

          კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ საჭიროა სკოლის საჭიროებების უფრო სიღრმისეული, ხანგრძლივი კვლევა და დაკვირვება სხვადასხვა მიმართულებით.
            მასწავლებლებს უჭირთ გააკეთონ რეფლექსია განხორციელებული აქტივობის, ესაჭიროებათ გამჭოლი კომპეტენციების განვითარება/ფლობა რათა მოსწავლეებამდე მრავალფეროვანი აქტივობები მიიტანონ, რაც შეიძლება ახალ საკვლევ თემად ავიღოთ.



დასკვნა

კვლევაში გამოყენებული ინტერვენციაბის მიზანი იყო ზოგად საგანმანათლებლო სკოლის საჭიროებების გამოკვეთა, ინტერვენციების დაგეგმვა, განხორცილება და შედეგების ანალიზი.
ვთვლი რომ კვლევის მიზანი მიღწეულია რადგან ინტერვენციები პრატიკულად განხორციელდა და შედები დადებითია.
          კერძოდ განვახორციელეთ შემდეგი ინტერვენციები: კოლეგების სურვილის გათვალისწინებით სამუშაო შეხვედრები როგორ დავწერო გაკვეთილის გეგმა და შევიმუშაო შესაბამისი შეფასების რუბრიკა, როგორ დავწერო საწრეო მუშაობის პროგრამა და გამოვაქვეყნო ბლოგზე, როგორ შევქმნა სასწავლო რესურსი თვალსაჩინოება, ციფრული რესურსი. ამასთანავე გაკვეთილის გეგმები მონაწილე მასწავლებლებმა პრაქტიკაში განახორციელეს და აღნიშნულ გაკვეთილის გეგმებზე დაყრდნობით შეიმუშავეს ახალი გაკვეთილის გეგმები და ჩაატარეს შიდა დაკვირვების და სამოდელო გაკვეთილები, განახორციელეს საწრეო მუშაობა, შექმნეს სასწავლო რესურსი, რაც ამავე დროს მათ დაეხმარა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული კრედიტების დაგროვებაში.
          მოსწავლეებმა შეიძინეს გამოცდილება რაც აქამდე მათ არ ქონიათ სამოდელო გაკვეთილების სახით, საწრეო მუშაობებით და ახალი მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენებით. თვითონ იყვნენ მთავარი გმირები გაკვეთილის გეგმის განხორციელების დროს, საწრეო მუშაობის განხორციელებისას და სასწავლო რესურსების გამოცდისას.



ბიბლიოგრაფია

1.      ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.      ზურაბიშვილი . თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 .   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
3.      წულაძე . რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში თბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
4.      სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები (14 დეკემბერი, 2015 ვიქტორია უშანგიშვილი) http://mastsavlebeli.ge/?p=1522
5.      „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/3560269
6.      მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2017/03/Shefasebis-instrumentebi.pdf
7.      შეფასების ინსტრუმენტები განახლებული ვარიანტი https://drive.google.com/file/d/1RfOZs4qg61__wYRlfm-oHSv0ccHXJsGL/view