Friday, September 21, 2018

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

 სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროებების კვლევა „თანამშრომლობა.“ 

კვლევის მიზანი იყო მასწავლებლების საჭიროებების დადგენა და როგორც შეფასების ჯგუფის წევრები დავხმარებოდით მათ საჭიროებების გამოკვეთაში, მათი გაუმჯობესების გზების მოძიებაში და საჭირო მასალებით, ინტერვენციებით მათი დახმარება. კოლეგებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება. 

კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წლის, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით. იმისათვის რომ საჭიროებები დაგვედგინა შეფასების ჯგუფის წევრები სისტემატიურად ვთანამშრომლობდით კოლეგებთან და ვეხმარებოდით მათ საჭიროებები დადგენაში. რის შემდეგაც დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და დავეხმარეთ კოლეგებს სამუშაო შეხვედრებში გაწერილი მიზნების მიღწევაში. 

კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და მომავალში თვითონაც აპირებენ მსგავს კვლევებზე მუშაობას, შედეგები საინტერესო იქნება, რადგან ახალ ახალი გამოწვევების წინაშე დგება მასწავლებელი. 

უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში. 

ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ მსგავს კვლევებს. 

ი. გოგალაძე
31/05/2018

No comments:

Post a Comment