Friday, December 29, 2017

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა, ინგლისური ენის გაკვეთილზე






მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა, ინგლისური ენის გაკვეთილზე







სარჩევი
შესავალი .....................................................................................................................................................4
თავი I
1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი..............................................................................5
1.2  საკვლევი საკითხის მიმოხილვა .......................................................................................................6
1.3  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება ..........................................................................................6
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ...................................................................................................................7
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება ...........................................................................................9
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ......................................................................................................10
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა .....................................................................................................11
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა ...............................................................................................12
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი ...........................................................................12
თავი V, ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 სახელმძღვანელოს შეფასება .........................................................................................................18
5.2 საშინაო დავალების შესრულება ..................................................................................................18
5.3 ჯგუფური, წყვილებში მუშაობის შეფასება და კითხვარების შევსება...................................19
თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა.................................................................20
თავი VII
7.1 პროექტის ვადები ............................................................................................................................21
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები .........................................................................................................21
7.3 კვლევის ნაკლოვანებები ................................................................................................................22
დასკვნა ....................................................................................................................................................23
ბიბლიოგრაფია ......................................................................................................................................25

















შესავალი
 საჯარო სკოლებში საშუალო საფეხურზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების დაბალი დონე. განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩევა საბაზო-საშუალო საფეხური, ამ პერიოდში ყველა გრამატიკული დრო შესწავლილი აქვთ მოსწავლეებს და ერთმანეთში ერევათ ისინი, ასევე რთულდება შესასწავლი ლექსიკა. არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის სურამის N4 საჯარო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე 2016-17 სასწავლო წელს ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში და ცოდნის დონის ამაღლება.  კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჯამში 82 მოსწავლე, აქედან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 65-მა მოსწავლემ. კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები( დახურული და ღია ანკეტირება); დავგეგმე ინტერვენციები: კითხვარების შევსება ექვსი თვის განმავლობაში, თანაბარი სიძლიერის ჯგუფების შექმნა, ჯგუფური მუშაობები და დიფერენცირებული ჯგუფების შექმნა, სადაც შემჯამებლებში იღებული ქულების მიხედვით მოხდა  მოსწავლეების ჯგუფებში დიფერენცირება; კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღე შედეგი, მოხდა მოსწავლეთა დაინტერესება, ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა სწავლის შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეებისთვის დამატებითი რესურსები შევიტანე სასწავლო პროცესის დროს, რამაც გამოიწვია მათი დაინტრესება. დასკვნა: მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებების განხორციელდეს სახელმძღვანელოებთან მიმართებაში საჯარო სკოლებში სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უნდა შეგვეძლოს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ ახალგაზრდებს, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში განხილულია ლიტერატურა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის პრაქტიკის შესახებ. III თავში განხილულია საკვლევი კითხვები. IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი. VI თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძო სიტყვები: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის ამაღლება, კითხვარების შევსება, ჯგუფური მუშაობის ფორმები, ეფექტური სწავლების სტრატეგიები;

თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 21 მასწავლებელი უფროსის სტატუსის მატარებელია. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და გარეთა ეზო. თუმცა კომპიუტერები მოძველებულია. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა საჭირო რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელე კვლევა არის საბაზო-საშუალო საფეხური, კვლევა განხორციელდა 82 მოსწავლეს შორის, აქედან 65-მა მიიღო კვლევაში მონაწილეობა. მოსწავლეებს შორის არის 2 სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე, რომლებიც არიან ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე, უნდა აღინიშნოს რომ მათ არ ისურვეს კვლევაში მონაწილეობა. კვლევა განხორციელდა 2016-2017 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 8 თვე.
1.2       საკვლევი საკითხის მიმოხილვა
რთულია მოსწავლეთა დაინტერესება საბაზო-საშუალო საფეხურზე განსაკუთრებით მე-8 კლასიდან. მოსწავლებს სხვა ინტერესები უცნდებათ, ნაკლებად აინტერესებთ საგაკვეთილო პროცესი. რაც წარმოსობს ახალ პრობლმებს. ეცემა სწავლის ხარისხი დაწყებით კლასებთან შედარებით.                                                                                                წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის კვლევა ინგლისური ენის გაკვეთილზე, მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
1.3       პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად ასრულებენ აქტივობებს გაკვეთილზე, სურთ ბევრ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, არ ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. ხოლო მე-8 კლასიდან აქტიური ჩართულობის ხარისხი იკლებს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია გაკვეთილზე, აღარ ასრულებს საშინაო დავალებებს, ეზარებათ საშინაო დავალებების მომზადება. რთულდება მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. ისინი თანდათან შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს. ყოველივე ეს აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე. 
არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გრძელდება წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მოგვარების, ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. პრობლემა პრობლემად რჩება - მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, მათ არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია, რადგან არც დაწერილი ქულა აინტერესებთ და არც სადამსჯელო სანქცია არსებობს, რეალური, რაც მათი ქცევის ცვლილებას გამოიწვევდა.

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
გაკვეთილის პროცსში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა აქტუალური საკითხია. მოსწავლეთა ჩართულობას აფერხებს სხვადასხვა ფაქტორი. მასწავლებლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობის წასახალისებლად.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს .. CLEAR მეთოდი, რომელიც თანამონაწილეობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა.
ამ მეთოდის მიხედვით, მუშაობაში ეფექტურ და აქტიურ მონაწილეობას განსაზღვრავს 5 ფაქტორი (მეთოდის სახელწოდება სწორედ ამ ფაქტორთა აბრევიატურას წარმოადგენს: Can do, Like to, Enebled to, Asked to, Responded to ):
1. Can do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები);
2. Like to – მონაწილეებს სურთ მონაწილეობა;
3. Enebled to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები;
4. Asked to – ხდება მსმენელთა მობილიზება;
5. Responded to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს).
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ერთი ამ ფაქტორთაგანის არარსებობისას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი ვერ იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაკვეთილის მართვისას აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთა წასახალისებლად.
·         წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში;
·         მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია;
·         სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
·         მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა;
·         მოსწავლეთა შეფასება ის უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულად იქცეს.
          მოსწავლის მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარე ცხოვრებას შორის.
ჩართულობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.
მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა. მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, თუ ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და ამას­თან, შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. International Society for Technology in Education-ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ძლი­ე­რი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მხო­ლოდ მა­შინ, თუ ეს პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­სა­ნერ­გად აუცი­ლე­ბე­ლია: მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა; სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დაც­ვა; მი­სი, რო­გორც ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო მა­სა­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა; თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და ა.შ (International Society for Technology in Education, 2008.Technology and Student Achievement — The ჳIndelible Link).

თავი III
3.1       საკვლევი კითხვების ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა იყო, თუ რა იწვევდა საბაზო-საშუალო საფეხურზე გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაქვეითებას. ინტერვენციები და რეკომენდაციები ეფუძნება ისეთ კვლევებს, რომლებიც შეისწავლიან ინგლისური ენის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს საბაზო-საშუალო საფეხურზე.
საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყევი შემდეგი საკვლევი საკითხები:
·         რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
·         რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება?
·         რამდენად გებულობენ მოსწავლეები გრამატიკოლ კონსტრუქციებს და ლექსიკას?
·         არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობლივი და იდეური თვალსაზრისით?
·         შეესაბამება თუ არა ტექსტები მათ ინტერესებს?
·         შეესაბამება თუ არა ტექსტები მათ საჭიროებებს?
·         არის თუ არა სირთულე ტექსტების მოცულობაში?
·         რამდენ ხანს ანდომებენ სახლში საშინაო დავალების შესრულებას და არის თუ არა
ეს დამღლელი მათთვის?
·         ხომ რომ მდგომარეობს პრობლემის მიზეზები მათ პიროვნულ თვისებებსა და,
ზოგადად, სწავლისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონაში?
·         რა დაეხმარება მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
·         როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო?
·         რა თემებია მათთვის საინტერესო რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები                                                          
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
1.      მოსწავლეები სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს სასწავლი მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით მასწავლებლებთან, ახლობლებთან, თანაკლასელებთან. ხოლო წლებთან ერთად როცა მასალა რთულდება იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი გრამატიკული დროები, ტერმინები, ლექსიკა, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირთ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაეწიონ.
2.      როცა მშობელმა არ იცის უცხოური ენა ვერ ეხმარება შვილს დავალებების შესრულებაში, მოსწავლე ვერ უმკლავდება მარტო დავალების შესრულებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს იგი წყვეტს საგნის სწავლას. დგება კერძოდ მომზადებს საჭიროება, რადგან სკოლაში ახსნილ მასალას ვერ ეწევა. შედეგად მოსწავლე ეუფლება ენას კერძო მასწავლებელთან, ნაწილი მოსწავლეების სკოლაში თავის ცოდნის რეალიზებას ახერხებს, ეწევა სასწავლო გეგმას და არის წარმატებული. არის მოსწავლეთა კატეგორია რომლის მშობელს კერძოდ მომზადების საშუალება არ აქვს, ამ შემთხვევაში მოსწავლე საერთოდ აღარ ცდილობს ენის შესწავლას. კვლევის მიზანიც ესაა ასეთი მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
3.      მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაბალი მაჩვენებელის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლეთა გარდატეხის ასაკი, როცა მოსწავლეებს სხვა ინტერესები უჩნდებათ და ნაკლებად აინტერესებთ სწავლა. 
აღნიშნული კვლევის მიზანია ინგლისური ენის გაკვეთილზე იმ მეთოდების დანერგვა, რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, შექმნის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესს და დაეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეეებს აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში.

თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
მონაცემთა შეგროვების თვისებრივი (ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების( დახურული და ღია ანკეტირება) გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაცია მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ჩართულობა და აქტიურობა ნაკლებია. ვინაიდან აღნიშნულ კლასებში ნაკლებად ვიყენებ სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ სტრატეგიებს.
ინტერვენციის ეტაპზე  თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდები რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში. სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები მოიცავს მეტ ჯგუფურ, წყვილებში მუშაობას, დიფერენცირებულ ჯგუფებში სწავლებას, ასევე მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ის გამოყენებას და სიმულაციურ თამაშებს. რაც მთავარია, თითოეული ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
Ø  მოსწავლეების მხრიდან კითხვარების შევსების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, დაიგეგმა ჯგუფური, წყვილებში მუშაობა ექვსი თვი განმავლობაში (თვეში 2: ჯგუფური(1 ჯგუფური დიფერენცირებული ჯგუფი, მე-2 ჯგუფური სამუშაო თანაბარი სიძლიერის ჯგუფი, 2: წყვილში მეცადინეობა).
Ø  იქმნებოდა თანაბარი სიძლიერის ჯგუფები, რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს;
Ø  დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეები მუსაობდნენ იმ საკითხზე რომელიც მათი ცოდნის შესაბამისი იყო;
Ø  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ უცხო ტექსტს ან გრატატიკულ დროს იყენებდნენ პრაქტიკული სავარჯიშოებში;
Ø  წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდეულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
Ø  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება ასევე შემაჯამებელი დავალებების შეფასება;
Ø  ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით;
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ადევნებდნენ თვალს ჯგუფური და წყვილებში მუშაობის განრიგს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჯგუფური მუშაობის პროცესში. ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, და რაც მთავარია, ამას ხალისით აკეთებდნენ.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები, ან ისეთები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო იმ დღეს მასალის სახლში დამუშავება ვერ მოასწრეს. მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, აკეთებდნენ ტექსტის თარგმანს, უცხო სიტყვების ლექსიკონში ჩაწერას, ამუშავებდნენ შინაარსს, სწავლობდნენ უცხო სიტყვების მნიშვნელობას, აანალიზებდნენ გრამატიკულ დროებს, უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, იყენებდნენ ნასწავლ ლექსიკას საუბარში. ჯგუფური მუშაობა გრძელდებოდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მომდევნო გაკვეთილზე საპასუხოდ გამოძახებული იყო სუსტი მოსწავლეები და, თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას, მაშინ პასუხობდა მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე. ამით საშუალება მექმნებოდა მთელი ჯგუფის ცოდნა შემემოწმებინა ზოგადად, კონკრეტულად კი ამ ორ მოსწავლეს ვაფასებდი ქულებით.
შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს. მათ წინ ედოთ თავიანთი ნაშრომები, თავდაპირველად ითვლიდნენ გაცემული პასუხების რაოდენობას, აწერდნენ რვეულის არეზე და იქვე აღნიშნავდნენ გადასწორებული პასუხების რაოდენობასაც. შემდეგ იწყებოდა კითხვარის განხილვა, ბოლოს ითვლიდნენ სწორი პასუხების რაოდენობას, და ახლა ამ ციფრს მიაწერდნენ გაცემული პასუხების ქვემოთ. ამის შემდეგ თავად გამოჰყავდათ ქულები მათემატიკური ფორმულით (სწორი პასუხების რაოდენობა გამრავლებული 6-ზე, გაყოფილი კითხვარის ქულების რაოდენობაზე). ასეთი ფორმით ჩატარებული თვითშეფასება იყო საინტერესო, სახალისო და აზარტული.
დიფერენცირბულ ჯგუფებში მოსწავლეები გადანაწილებულები იყვნენ შემაჯამებელ სამუშაოში მიღებული ქულების მიხედვით. ყველა ჯგუფს ცოდნის დონის შესაბამისი დავალება ჰქონდა და მუშაობდნენ ჯგუფებში. სამუშაო პროცეეს თვალს ვადევნებდი ვა ვახდენდი დაკვირვებას, შენიშვნებს ვინიშნავდი და მუშაობის დასრულების შემდეგ რჩევებს ვაძლევდი.
დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დროს, ტესტირებებით, თვითშეფასებებით - მოტივაცია ამაღლდა, მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა სასწავლო პროცესში, შესაბამისად, სწავლის დონეც გაუმჯობესდა. ეს უკნასკნელი გაიზომა შემაჯამებელი სამუშაოების საშუალო არითმეტიკულით.
ჩავატარე ექვსი შემაჯამებელი სამუშაო, შედეგების შესადარებლად. ემაჯამებეი სამუშაოების საშუალო არითმეტიკული:

შემაჯამებელი სამუშაო
I
II
III
IV
V
VI
საშუალო არითმეტიკული
5
6
7
6
7
6

თვალსაჩინოა, რომ პირველი შემაჯამებელი დავალების შედეგთან შედარებით მომდევნო კითხვარებზე მაღალი დონე ფიქსირდება, თუმცა ზოგჯერ კლებაც ხდება. ამის მიზეზი შემაჯამებელი დავალების სხვადასხვნაირ სირთულეში მდგომარეობს. ზოგიერთი კითხვარი, მასალის მოცულობიდან გამომდინარე, 40- კითხვიანი იყო, ზოგი - 30 -კითხვიანი და ა. შ. მაგ. კითხვარების დაგეგმვისას მთავარი ჩემთვის მაინც ენის ათვისების ხარისხის მაქსიმალურად გათვალისწინება იყო და არა შედეგების რეიტინგული ზრდის ჩვენება. ამ უკანასკნელისთვის რომ მიმეღწია, ყველა შემაჯამებელი დავალების  თანაბარი სიძლიერის უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს შეიძლება სხვა შემთხვევში გავითვალისწინოთ და რეკომენდაციად მივიჩნიოთ.
მოსწავლეებთან გასაუბრებამ მიჩვენა, რომ ბოლო შემაჯამებელი დავალების დაბალი შედეგები განაპირობა გაკვეთილების გაცდენებმა, რაც გამოწვეული იყო სკოლის გარეთ სხვადასხვა აქტივობაში მათი მონაწილეობით, სწავლის დასასრულის მოახლოებით გამოწვეული დემოტივაციით და ბოლოს შესწავლილი მასალის უინტერესობით, რაც აისახა ანკეტურ გამოკითხვებშიც.
მონაცემთა შეგროვებამ და შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ
Ø  მასწავლებლები იცნობენ ეფექტიან სტრატეგიებს, თუმცა ვერ იყენებენ უცხო ტექსტის თარგმანზე მუშაობის დროს, რადგან ბევრი უცხო სიტყვებია ტექსტში. მოსწავლეებთან დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებისას შედარებით  უკეთესი შედეგი მიიღწევა;
Ø  მასწავლებლები ძირითადად არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად და არ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას;
Ø  აღწერითი დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი, არ რეაგირებენ ყოველდღიურად დაწერილ დაბალ ნიშანზე, ეშინიათ მხოლოდ შემაჯამებელი წერების და ამ დროს ცდილობენ გადაიწერონ პასუხები, რათა აჩვენონ დამაკმაყოფილებელი შედეგები;
Ø  ფოკუსირებულმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ აკეთებენ ტექსტების თარგმანს და უჭირთ გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება და, აქედან გამომდინარე, ვერ გებულობენ მასალას;
Ø  შერჩევითმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს უჭირთ ლექსიკის და გარამტიკული კონსტრუქციების დამახსოვრება და ამიტომ ეცემა მათი სწავლისადმი მოტივაცია.
Ø  პირველი შემაჯამებელი სამუსაოს შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა 50% -მა დაიმსახურა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, 15% -მა - საშუალო, 26% -მა - საშუალოზე მაღალი და 9%-მ - მაღალი;
ღია და დახურული ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა 65 მოსწავლე. დადგინდა რომ:
Ø  გაკვეთილი საინტერესოა როცა მასწავლებელი ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილს ატარებს მოსწონს 25%-ს, ჯგუფური მუშაობა მოსწონს 21%-ს, არ აქვს მნიშვნელობა გაკვეთილის ტიპს 15%-თვის, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 39%-ს.
Ø  მოსწავლეთა 23%-ს მოსწონს სახელმძღვანელო რომელსაც ვიყენებ გაკვეთილზე, 21%-ს არ მოსწონს, 16%-ის მნიშვნელობა არ აქვს სახელმძღვანელოს, დამატებითი სახელმძღვანელო კარგი იქნებოდა 40%.
Ø   გრამატიკული დროები 14%-თვის მარტივია, 40%-თვის რთულია, 23%-ს არ აინტერესებს ეს საკითხი, 23% თვლის რომ გრამატიკულ საკითხს გააჩნია.
Ø  ლექსიკა რომელსაც სახელმძღვანელოდან სწავლობენ მისაღებია 27%-თვის, მიუღებელია 23%-თვის, მწირი ლექსიკაა 30%, ზედმეტად რთულია 20%.
Ø  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები იდეური და შინაარსობრივი თვალსაზრისით მისაღებია 35%-თვის, მიუღებელია 25&-თვის. ნაწილობრივ 20%, უკეთესიც შეიძლება 20%.
Ø  მოსწავლეთა 2% ისურვებდა შეესწავლა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები და კალსიკური ნაწარმოებები ადაპტირებული, 24% აღმოჩენები და ისტორიული ფაქტები, 15%-მა არც ერთი, ყველა ერთად 35%.
Ø  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები შეესაბამება 37%-ის საჭიროებებს, 33%-თვის არ შეესაბამება, ნაწილობრივ 20%, უკეთესი იქნებოდა მრავალფეროვანი ყოფილიყო 20%.
Ø  სირთულეა ტექსტის მოცულობა 29%-თვის, 31%-თვის არა, ნაწილობრივ 15%, დამოკიდებულია ტექსტის სირთულეზე 25%.
Ø  საშინაო დავალების შესრულებას 1 საათს ანდომებს 21%, არ ასრულებს საშინაო დავალებას 30%, ნახევარ საათს ანდომებს 49%, 2 საათს არც ერთი მოსწავლე არ უთმობს საშინაო დავალებას.
Ø  საშინაო დავალების შესრულება 40%-თვის დამღლელია, 15%-თვის არ აირს დამღლელი, ნაწილობრივ დამღლელია 25%, თუ ბევრი დავალებაა შესასრულებელი დიახ 20%.
Ø  ჯგუფური მუშაობის დროს ადვილად სწავლობს 41%, ვერ სწავლობს 29%, ურცევნია დამოუკიდებლად მეცადინეობა 20%, არცერთი არ აირჩია 10%-მა.
Ø  მოსწავლეთა 43%-ს სურს ისწავლოს ინგლისური, 3%-ს არ სურს ისწავლოს, ცდილობს ვისწავლოს 34%, შესასწავლ თემას გააჩნია 20%
Ø  გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება უჭირს დამოუკიდებლად 35%-ს, არ უჭირს 15%-ს, თუ გაიგო ასრულებს დამოუკიდებლად 25%, დავალებას გააჩნია 25%
Ø  თავისუფლად თარგმნის უცხო ტექსტებს 19%, ტექსტს გააჩნია 25%, არ ცდილობს თარგმანს 9%, ნაწილობრივ თარგმანს ახერხებს 47%.
Ø  მოსწავლეთა 15%-თვის მთავარი ქულაა, 35%-თვის არა, მთავარი ცოდნაა 28%, არც ერთი 22%.
Ø  მთავარია ცოდნის მიღება 33%-თვის, 17%-თვის არაა მთავარი, ნაწილობრივ 25%, არც ერთი 25%.
Ø  დაბალი ქულების მიზეზად 35% მიიჩნევს სიზარმაცეს, რადგან მეცადინეობა ეზარება, 25% თვლის რომ არ აქვს საკმარისი უნარი ენის შესასწავლად, 15% სპორტზე სიარულს ასახელებს, თვლის რომ არ ჭირდება უცხო ენა 25%.
Ø  შემაჯამებელი წერები სწავლაში ეხმარება 35%-ს, არ ეხმარება 15%, ნაწილობრივ ეხმარება 27%, არც ერთი არ აირჩია 23%-მა.
Ø  ჯგუფური მუშაობის დროს სხვას ეხმარება 31%, სხვა ეხმარება 35%-ს, ნაწილობრივ საკითხს გააჩნია 19%, არც ერთი არ აირჩია 15%.
Ø  კითხვაზე შეაფასე საკუთარი თავი ინგლისურ ენაში 1-4 ქულით შეაფასა 10%-მა, 5-6 ქულით შეაფასა 25%-მა, 7-8 ქულით შეაფასა 25%-მა, 9-10 ქულით შეაფასა 25%-მა, თავის შეფასებაზე თავი შეიკავა 15%-მა.
Ø  სწავლისადმი ინტერსი გაუჩნდება 25%-ს თუ მასწავლებელი ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილს ჩაატარებს, 5% თვლის მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება კლასში დაეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, 19%-ს დისკუსიები, პროექტებზე მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, 51%-მა აირჩია ყველა გარდა მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებისა კლასში.
Ø  ინგლისური ენის გაკვეთილზე ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელი აქტივობები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო? თამაშები და პაზლების აწყობა აირჩია 17%-მა, პრეზენტაციების მოწყობა  და ფილმების ყურაბა 23%-მა, ჩამოთვლილი ყველა აქტივობა 41%-მა, არც ერთი აქტივობა არ უნდა 19%-ს.
Ø  მოსწავლეთა 25% თვლის რომ სწავლისადმი ინტერესი გაუჩნდება თუ მასწავლებელი რამდენჯერმე ახსნის ერთიდაიგივე მასალას, 25%-ს სურს სასაუბრო დიალოგების შესწავლა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი 40%, არც ერთი აქტივობა არ სურს 10%-ს.

ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები. კითხვაზე რა ტიპის ლექსიკის შესწავლა გსურთ მოსწავლეებმა დაწერეს რომ სურთ, მეტი სასაუბრო მზა ფრაზების და სხვადასხვა თემის ირგვლივ სიტყვების შესწავლა დამატებით სახელმძღვანელოსთან ერთად. კითხვაზე როგორი ტიპის ტექსტები სურთ შეისწავლონ მოსწავლეებმა დაწერეს რომ სურთ სპორტზე, სპორტსმენებზე და თავგადასავლებზე, ცნობლი ადამიანებზე დამატებითი ინფორმაციის გაგება. კითხვაზე რატომ სურს ინგლისურის შესწავლა მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათ სამომავლოდ გამოადგებათ, უცხო ენა სამსახურის დაწყებაში, საზღვარგარეთ უცხოელებთან კომუნიკაციაში. იყო მოსწავლეები რომლებმაც ინგლისურის სწავლა ეზარებათ, არ აქვთ მოტივაცია, თვალები ტკივა და ერიდება თვალების დაძაბვას სწავლის დროს. ზოგი მიიჩნევს რომ არ სჭირდება, ან თავიდან დაწყება სჭირდება რადგან ვერ ეწევა სასწავლო პროცესს, თვლის რომ ჩამორჩენილია. კითხვაზე როგორი გაკვეთილი იქნებოდა მათთვის საინტერესო მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ფილმების ყურება და გარჩევა ფილმების, უცხოელი მასწავლებელი გაკვეთილზე, სხვა დამატებითი სახელმძღვანელო, სკოლის სახელმძღვანელოს გარდა, მასწავლებლის მიერ ერთიდაიგივე საკითხის რამდენჯერმე ახსნა, ესსების წერა, მეტი პრაქტიკული და მრავალფეროვნი აქტივობები.
აღნიშნული აქტივობები, მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ ჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს დაფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ამ მეთოდებით სწავლა ხდება სახალისო და შემოქმედებითი პროცესი მოსწავლეთა მცირე ჯგუფებისთვის, უმრავლესობა კი ელემენტარულ ცოდნასაც ვერ იღებს, პასიურად ზის გაკვეთილზე და არ არის ჩართული სასწავლო პროცესში.


თავი V
ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 როდის არის საინტერესო თქვენთვის გაკვეთილი?

5.2  საშინაო დავალების შესასრულებას ვანდომებ

5.3 ჯგუფური, წყვილებში მუშაობის შეფასება და შემაჯამებელი დავალება.
5.4 ინგლისური ენის გაკვეთილზე ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელი აქტივობები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?

თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133,, 1); შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139, 2). სწორედ ამიტომმასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქ- ტიკული კვლევების განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და, რაც მთავარია, სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა-სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევის განმხორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობა დააკვირდნენ მოსწავლეთა საწავლა-სწავლების პროცესს.

თავი VII
7.1 პროექტის ვადები
აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X







ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

X





X
მეორადი მონაცემების შეგროვება

X






მეორადი მონაცემების ანალიზი

X
X





კითხვარის შედგენა, დამუშავება

X







კითხვარის შევსება

X
X

X
X
X
X
გამოკითხვა/თვითშეფასება


X



X

მიღებული შედეგების ანალიზი



X
X



სავარაუო ინტერვენციების განხილვა



X
X



I ინტერვენციის განხორციელება




X
X
X

II ინტერვენციის განხორციელება




X
X
X

I –II ინტერვენციის შედეგების ანალიზი





X
X
X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა







X

7.2 მიგნებები, რეკომენდაციები
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოები სადაც მოძველებული ტექსტებია წარმოდგენილი რაც მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმი ინტერესს, თემატიკა შერჩეული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ლექსიკა უნდა იყოს თანამედროვე რათა აქტიურად შეძლონ მოსწავლეებმა მისი პრაქტიკაში გამოყენება, სავარჯიშოები უნდა იყოს უფრო მეტად ისე ორგანიზებული რომ მოსწავლებმა შეძლონ ნასწავლი მასალის განმტკიცება. სახელმძღვანელოში უნდა იყოს უფრო მეტი სასაუბრო აქტივობები, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ ნასწავლის ტრანსფერის უნარი, შეძლონ საჭიროებისამებრ გამოიყენონ საუბარში ნასწავლი. სასურველია მეტი ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარება, რაც საკმაოდ რთული განსახორციელებელია იმ პირობებში როგორშიც გვიწევს მუშაობა. აკლი ჩვენ საკლასო ოთახებს კეთილმოწყობა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩასატარებლად არ გვაქვს შესაბამისი საკლასო ოთახები. მასწავლებელ თვითონ უწევს სახლიდან პორტატული კომპიუტერის მოტანა და პროექტორის გაკვეთილამდე გამართვა რათა ჩაატაროს ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილი. რაც ძალიან შრომატევადი საქმეა. ამიტომ ამის გაკეთება ხშირად ვერ ხერხდება.
ერთერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს ის რომ მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში რადგან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და კრიტიკულ აზროვნებას მიეჩვიონ. ბევრმა მოსწავლემ ღია კითხვებში საკუთარი აზრის დაფიქსირებას თავი აარიდა. რადგან არ იცოდა ზუსტად რის ჩაწერა ერჩია ან უბრალოდ დაეზარა. ეს საკითხი შეიძლება ცალკე კვლევის საგანად მივიჩნიოთ და ჩავატაროთ მოსწავლეებში კვლევა ამ მიმართულებით.
7.3 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ მოსწავლეების ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, იყო პასიური აქტივობების განხორციელებისას. სასურველი იქნებოდა მოსწავლეთა სრული ჩართულობის მიღწევა, რათა კიდევ უფრო რეალური შედეგი მიმეღო. მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა ვთვლი რომ შედეგები რეალურია. შესაძლებელია უმნიშვნელო სხვაობა ყოფილიყო ყველა მოსწავლის ჩართვის შემთხვევაში. ძირითადად უარი მოსწავლეთა იმ ნაწილმა თქვა ვისაც დაბალი აკადემუირი მოსწარეა აქვს და არ ქონდა ინტერნეტი სახლში. მოსწავლეეების გამოკითხვა ღია და დახურული კითხვების შესავსებად მოვახდინე 2 სახით, ელექტრონული და წერილობითი. მათ ვისაც ჰონდა წვდომა ელექტრონული შეავსეს, ვისაც სახლში დაეზარა ან ვერ გაიგო სკოლაში წერილობით მოხდა მათი გამოკითხვა.

დასკვნა
კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ მოსწავლეებში და ითვალისწინებდა ჩამორჩენილი მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში. ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით ცოდნის დონე ამაღლდა, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციაზე და ნაკლებად - შინაგანზე. მათი მიზანი ამ დროს კითხვარების შედეგები გახლდათ. ეს თავისთავად ამაღლებს ცოდნის დონეს და ამზადებს მოსწავლეებს საატესტაო გამოცდებისთვის, მაგრამ გამორიცხავს შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას, ტექსტების ინტერპრეტაციის საშუალებას, პროექტებით სწავლებას, დისკუსიას, სწავლების ინოვაციურ მიდგომებს. ასეთ მეთოდებს მივმართავდი შედარებით იშვიათად, ძირითადად, ახსნისა და საშინაო დავალების გამოკითხვის ეტაპზე, რომლის დროსაც ჩართული იყო მოსწავლეთა მცირე ნაწილი.
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება სწავლები მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.
კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.




ბიბლიოგრაფია
1.      ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.      ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
3.      გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4.      ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ.   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
5.      წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
6.      გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915




No comments:

Post a Comment