რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ
ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში
ჩავატარე პრაქტიკის კვლევა „მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა, ინგლისური ენის გაკვეთილზე.“
კვლევის
მიზანი იყო საშუალო-საბაზო საფეხურზე გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება.
მოსწავლეებში უცხო ენის უკეთ შესწავლის სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გასაზრდელად. მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან
გაზიარება.
კვლევა
განხორციელდა 2016-2017 სასწავლო წლეს, გრძელდებოდა 8 თვის მანძილზე. მოსწავლეთა გამოკითხვა
ანონიმური ანკეტირება ვაწარმოე ელექტრონული და წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის
საინტერესო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილები,
ფილმების ყურება, პროექტებზე მუშაობა, კითხვარების შევსება.
კვლევის
შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გავუჩნდათ სურვილი საკუთარი
პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.
უკუკავშირი,
იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი
აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში.
ვისთვისაც
კვლევის გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკის კვლევას.
ი. გოგალაძე
12/06/2017
No comments:
Post a Comment